სტრატეგია 1. გამიყენეთ ემოციის ძალა
ადამიანები, რომლებიც ადვილად და სწრაფად იმახსოვრებნ ინგლისურის სწავლისას უცხო სიტყვებს, უკავშირებენ მას, მათთვის რაიმე მნიშვნელოვანს. მაგ.: სიტყვა honey (თაფლი), შეიძლება დაუკავშირო საყვარელ გოგონას. (ამერიკელები ასე ეძახიან მას ვინც უყვართ). უცხო სიტყვა შეძლება ასოცირებდეს, რომელიმე ქართულ სიტყვასთან, სახელთან, რაიმე ტოპონინმთან. თუ, ახლი სიტყვა შეგვხვდათ საინტერესო მოთხრობის კითხვისას, ის დაუკავშირდება იმ ემოციას რომელსაც თქვენ განიცდით კითხვის დროს.
სტრატეგია 2. „ჩართეთ“ ახალი სიტყვები თქვენი გამოცდილებით
როდესაც ბავშვები სწავლობენ ლაპარაკს, მათ ახალი სიტყვები ხვდებათ სხვადასხვა სიტუაციებში. მაგ.: როდესაც ბავშვები გაიგებენ პირველად სიტყვას „თეთრი“, ისინი იმეორებენ როდესაც დაინახავენ თეთრ თოვლს, თეთრ ფურცელს, თეთრ შაქარს და ა. შ. ეს ეხმარება მათ დაიმახსოვრონ ადვილად და სწრაფად, მათთვის საკმარისია გაიხსენონ თოვლი ან შაქარი და ეს სიტყვა იმ წუთშივე ამოტივტივდება მათ გონებაში. ხშირად გამოიყენეთ ახალი სიტყვები სხვადასხვა სიტუაციებში. გამოიყენეთ ინგლისურად საუბრის დროს.
სტრატეგია 3. იყავით თვითდაჯერებული
დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ გაქვთ კარგი მახსოვრობა. ვინც ისწავლა წარმატებით ინგლისურ ენა, მათ სჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების. თქვენ, როდესაც არწმუნებთ საკუთარ თავს, რომ უცხო ენის შესწავლა თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, ტვინი პროგრამირდება და ეწინააღმდეგება ენის შესწავლს. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ენას ვერ შეისწავლეთ, დაფიქრდით რამ დაგარწმუნათ ამაში. თქვენ სკოლაში და უნივერსიტეტში არ სწავლობდით კარგად ინგლისურს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ. წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სხვადსახვა მიზეზები: დროის ნაკლებობა, ენის შესწავლას არ აძლევდით დიდ მნისვნელობას და ა.შ. თქვენ უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან ცალკეული წარუმატებლობები და საკუთარი შესაძლებლობები. იყავით თვითდაჯერებული საკუთარ ძალებში. გაგრძელება შემდეგ პოსტებში

  • თარიღი: 24/11/2015
  • ავტორი: MTS Company
  • ნანახია: 1082